„დავკარგეთ მეტი დასავლეთი საქართველოში“ - ასეთი შეფასება მოჰყვა ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტას

09 იანვარი 2020, 20:04 2332 ნახვა

„დავკარგეთ მეტი დასავლეთი საქართველოში,“ „დაწყებული თამაში ლოგიკურად დასრულდა,“ „ეს ქვეყნისთვის ყელში დანის გამოსმაა“ - ასეთი შეფასებები მოჰყვა ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტას. გადაწყვეტილება, ვალდებულებების შეუსრულებლობის მოტივით, მთავრობამ დღეს გაასაჯაროვა. ხელისუფლება ახალი ინვესტორის მოძიებას აანონსებს, თან სტრატეგიულად გამართლებულს,  კონსორციუმში კი ამბობენ, რომ სტრატეგიულად გამართლებულ დასავლურ ინვესტიციას ხელი თავად მთავრობამ შეუშალა.

ირწმუნებიან, რომ ინვესტორი ბოლო პერიოდშიც არსებობდა და საქმის ბოლომდე მისაყვანად ცოტა დრო იყო საჭირო. დროის წამზომი კი კონსორციუმს პრაქტიკულად შარშან ჩაურთეს. მაშინ ანაკლიის პორტის სამომავლო განხორციელებასთან დაკავშირებით კითხვები „თიბისი ბანკის საქმემ“ გააჩინა. ხაზარაძეს კომენტარის გაკეთება დღესაც, სასამართლო სხდომის პარალელურად მოუხდა.  იგი მთავრობას ჟენევაში უჩივლებს, ასეთია კონსორციუმის პოზიციაც.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში