5-10 ნოემბერს ჩინეთში უმსხვილესი საერთაშორისო საინვესტიციო და სავაჭრო გამოფენა გაიმართება.
საქართველოს პრემიერი ჩინელი კოლეგის მიწვევით, შანხაიში იმყოფება. მთავრობის მეთაურს საერთაშორისო აეროპორტში შანხაის ვიცე-მერი სიე ტუნგი დახვდა.ირაკლი კობახიძე მაღალი რანგის შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებს. მხარეები ისაუბრებენ ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო გეგმებზე.
ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს რამდენიმე მიმართულებით. ხვალ გაიმართება შეხვედრა შანხაის მერთანაც. პრემიერი ჩინეთში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.