ბათუმში 5 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა - პასუხები უარყოფითია

13 მარტი 2020, 19:25 7133 ნახვა

ბათუმში 5 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ - ანალიზების პასუხი ცნობილია.  

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ხუთი პაციენტი დღისით შეიყვანეს. ყველა მათგანს COVID 19 - ის სიმპტომები ჰქონდა. ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნეს. 5 პირი ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იყო ჩამოსული, მათ ტემპერატურა და სხვა საეჭვო სიმპტომი აღენიშნებოდათ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, აჭარაში 1 500 საწოლი და 160 სასუნთქი აპარატია, რაც საერთშორისო სტანდარტებს ბევრჯერ აღემატება.

აჭარაში, 13 მარტის მონაცემებით, სულ 15 პაციენტი იყო, რომელსაც საეჭვო სიმპტომები ჰქონდათ. არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში