აჭარაში 27 პაციენტს COVID 19 არ დაუდასტურდა

08 აპრილი 2020, 19:45 4901 ნახვა

ბათუმში, დღეს დილით COVID 19-ზე აღებული 27 საეჭვო შემთხვევის ყველა პასუხი უარყოფითია, ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.                   

ბათუმის ცხელების ცენტრს, საეჭვო სიმპტომებით კარანტინიდან და თვითდინებით მოქალაქეებმა დღეს მიმართეს.

გასულ დღე - ღამეში, ბათუმში COVID 19 -ზე ტესტი 42 პირს ჩაუტარდა. როგორც იცით, მათგან ხუთს კორონავირუსი დაუდასტურდა, 37 - ის ტესტის პასუხი კი უარყოფითია. 

აჭარაში ამ დროის მონაცემებით,  14 ინფიცირებულია. საკარანტინო ზონაში 2 300 - ზე მეტი პირი იმყოფება, თვითიზოლაციაში კი, 100 - ზე მეტი ადამიანი რჩება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში