რამდენად მკაცრად ან ზუსტად იცავენ სავაჭრო ობიექტები ვირუსის პრევენციისთვის დადგენილ რეკომენდაციებს

13 მაისი 2020, 19:16 2107 ნახვა

რამდენად მკაცრად ან ზუსტად იცავენ სავაჭრო ობიექტები   ვირუსის პრევენციისთვის დადგენილ რეკომენდაციებს -  საქართველოს ჯანდაცვის შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტში  აცხადებენ, რომ შემოწმების პროცესი დაწყებულია, დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში კი ობიექტი 15 ათასი ლარით დაჯარიმდება.  სავაჭრო ობიექტების მეპატრონეები ამბობენ, რომ დეზობარიერები, სადეზინფექციო ხსნარები, პირბადეები, ხელთათმანები, დისტანციის მოსანიშნი სტიკერები და თერმომეტრების შეძენა ევალებათ, რაც თვენახევრიანი უმუშევრობის პირობებში ამ ყველაფრის შეძენა არც ისე მარტივია  ასევე აქ ამბობენ, რომ მაღაზიებთან რიგის მართვას ახერხებენ და ნებადართულზე მეტ პირს შენობებში არ უშვებენ.  ჩვენი რესპოდენტები ამბობენ, რომ ისინი ამბობენ რომ რეკომენდაციების გასაცნობად დაწესებულებებშიუშუალოდ არავინ მისულა და ჯერ არც შემოწმებაზე ყოფილან. მაღაზიების დიდ ნაწილში ჯერჯერობით დასაქმებლსა და მომხმარებელს შორის დროებითი გამჭვირვალე ბარიერი დამონტაჟებული არ არის.
 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში