ინფრასტრუქტურული სამუშაოები

24 მაისი 2020, 12:38 1471 ნახვა

ინფრასტრუქტურული პროექტის თანახმად,  ქობულეთში   გზების რეაბილიტაცია და სხვადასხვა ხელოვნური ნაგებობის მოწყობა  მიმდინარეობს.ამჯერად ბეტონის საფარი   შიდა სასოფლო მნიშვნელობის გზაზე  ხუცუბანი-მჟავანაძეები-მახარაძეები-ბოხვაურის მიმართულებით  დაიგო.  

რეაბილიტირებული გზით თხუთმეტამდე ოჯახი ისარგებლებს. აჭარის  საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,   სამუშაოები  ეტაპობრივად სხვა სოფლებშიც გაგრძელდება, რისთვისაც    1 300 222 ლარია გამოყოფილი. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში