თამარის დასახლებაში გადასასვლელი ლიანდაგი დაკეტილია

24 ივნისი 2020, 10:40 1256 ნახვა

დილიდან, თამარის დასახლებაში ყველა სახის ტრანსპორტისთვის სარკინიგზო გადასასვლელი ჩაკეტილია. მიზეზი სარეაბილიატციო სამუშაოებია. ლიანდაგის ფენილი თანამედროვე სტანდარტის ახალი რეზინოკორდული ფენილით უნდა შეიცვალოს.

ამიტომ დღეს  22:00  საათამდე მოძრაობა შეზღუდული იქნება. ამ  პერიოდში ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელია ბარცხანის დასახლების გავლით, თუმცა 3 ნომერი მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრები, ალტერნატიული გზით ვერ სარგებლობენ.  

ბათუმის ავტოტრანსპორტში აცხადებენ, რომ ეს გზა მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისთვის და სამარშუტო ტაქსებისთვისაა  გამოყოფილი, რადგან ავტობუსისთვის აღნიშნული ტერიტორია ვიწროა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში