აიეტის ამორტიზებული ქანდაკება 

20 ივლისი 2020, 18:22 1096 ნახვა

ფიჭვნარის  დასახლებაში აიეტის ქანდაკების რეაბილიტაციას ითხოვენ, როგორც ადგილობრივები ამბობენ,  ძეგლის სანახავად ვიზიტორები ხშირად მიდიან, თუმცა მოუვლელობის გამო  იგი დაზიანებული და საფრთხის შემცვლელია. ადგილობრივები ტერიტორიის სპეციალური დამცავი ნიშნებით შემოსაზღვრის და დაზიანებული ძეგლის რეაბილიტაციის  აუცილებლობაზე საუბრობენ. ძეგლს ამ დრომდე არა აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის  სტატუსი მინიჭებული. ქობულეთის მერიაში, ამბობენ რომ რეაბილიტაციის პროცესი პანდემიის გამო შეჩერდა. უახლოეს დღეებში მოხდება ტერიტორიის   დამცავი ნიშნებით შემოღობვა, რათა დაცული იყოს ძეგლთან მისულების უსაფრთხოება. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 2 ათას ლარამდე იყო გათვალისიწინებული.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში