საპროტესტო აქცია ცეცხლაურში

29 ივლისი 2020, 18:15 1321 ნახვა

სოფელ ცეცხლაურში მშენებარე ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე მოსახლეობამ აქცია გამართა. ისინი კომპენსაციების გაცემას ითხოვენ. აცხადებენ, რომ პროექტის დაწყებისას ფულადი კომპენსაციები იმ მიწის ნაკვეთებზე მიიღეს, რომლებიც ნაგავსაყრელის ტერიტორიისთვის გამოყენებულია. ნაგავსაყრელის მიმდებარედ მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს კომპენსაცია საერთოდ არ აუღია, ნაწილმა კი თანხა არასრულად მიიღო. მათი ინფორმაციით, რამდენჯერმე მიმართეს აჭარის ეკონომიკის სამინისტროს და ნარჩენების მართვის კომპანიის ხელმძღვანელობას, თუმცა უშედეგოდ. შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია“-ში აცხადებენ, რომ ნაგავსაყრელამდე მისასვლელი გზის მშენებლობისთვის მოსახლეობისგან მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა მოხდა, აქედან ნაწილი ფულადი კომპენსაციების უკვე გაიცა. სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ, მიმდინარეობს მოსარგებლეების დადგენა და ამის შემდეგ დაიწყება კომპენსაციების მე-2 ეტაპის გაცემის პროცედურა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში