გამოვლინდა რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც ანაზღაურების სანაცვლოდ მოქალაქეებს აპლიკაციის შევსებაში ეხმარებოდნენ - ტიკაკარაძე

20 აგვისტო 2020, 12:47 527 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გამოვლინდნენ ფიზიკური პირები და ასევე რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ 200 ლარიანი დახმარების მისაღებად, მოქალაქეებს აპლიკაციის შევსებაში ეხმარებოდნენ. 

ეკატერინე ტიკარაძეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე არ დაუკონკრეტებია, რომელ ჯგუფებზეა საუბარი.

''გამოვლინდა რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც იყვნენ, როგორც კერძო პირები ასევე ინდივიდუალური და გარკვეული ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობდნენ ანაზღაურების სანაცვლოდ დახმარებოდნენ მოქალაქეებს აპლიკაციის შევსებაში. ამას გამოეხმაურა პრემიერი და ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ როგორც მოქალაქეებს, ასევე გარკვეული ჯგუფებს, რომლებიც სპეკულაციებისთვის იყენებენ იმ სიკეთეებს, თავი აარიდონ მსგავს ქმედებებს. 

მოქალაქეებმა უნდა მიმართონ სოციალურ სააგენტოებს და ადგილობრივ თვითმმართველობა, სადაც საშუალება ექნებათ მიიღონ ყველა მომსახურება. ჩვენი მზიანია 200 ლარი სრული ოდენობით გადაეცეთ'' - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც ენის ბარიერი აქვთ, ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარებისთვის განცხადების შევსებაში სახელმწიფო სტრუქტურები, სოცოალური სააგენტო, “ლიბერთი ბანკი” და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, ფინანსური სარგებლის გარეშე დაეხმარებიან.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ გარკვეული პირები დახმარების პროგრამას პოლიტიკური სარგებლის მისაღებად იყენებენ. ასევე არიან ადამიანები, რომლებიც მშობლებს ბავშვების დარეგისტირებაში დახმარების სანაცვლოდ ფინანსებს სთხოვენ. 

''ქვეყანაში გამოჩნდნენ ადამიანები რომლებიც ფინანსური და ზოგ შემთხვევაში პოლიტიკური სარგებლის მიღებას ცდილობენ. მშობლებს დაეხმარონ იმ დახმარების მიღებაში, რომელიც მათ სახელმწიფოსგან ისედაც ეკუთვნით. ჩვენ ჩვენს მოქალაქეებთან არანაირი შუამავლები არ გვჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ აქ იკვეთება მორალური  პრობლემა, ასევე შეიძლება ფიზიკური პირების შემთხვევაში სამართლებრივი პრობლემაც იყოს და ამას შესაბამისი უწყებები მიხედავენ'' - განაცხადა გახარიამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში