ახალი შეთავაზება საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებს

21 სექტემბერი 2020, 18:39 412 ნახვა

ალტერნატიული შეთავაზება მიიღეს მთავრობის წევრებისგან დღეს ქობულეთის საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებმა. აუდიენცია მთავრობის თავმჯდომარესა და ფინანსთა მინისტრთან დახურულ ფორმატში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა. 

მოქალაქეები ხელისუფლებას სესხების გადავადებას, სუბსიდირებას და პროცენტის გაყინვას სთხოვენ. რეგიონის პირველი პირის განცხადებით, მაქსიმალურად იმუშავებს შესაბამისი უწყებები, რომ ამ პირების სპეციალურ პროგრამებში ჩართვა და სუბსიდირება მოხდეს.

საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებმა უკვე 10-მდე აქცია გამართეს, ამბობენ, რომ ტურისტული სეზონის ჩავარდნის გამო, საბანკო ვალდებულებების გადახდა არ შეუძლიათ და ამის გამო შეძენილ ქონებას დაკარგავენ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში