ადვოკატი პოლიციის თანამშრომელს საადვოკატო საქმიანობის ხელშეშლაში ადანაშაულებს

25 სექტემბერი 2020, 10:09 164 ნახვა

ადვოკატი მერი ცინარიძე,  ქობულეთის პოლიციის თანამშრომელს მუქარასა და საადვოკატო საქმიანობის ხელშეშლაში ადანაშაულებს. მან განცხადება ლელოს ოფისში გააკეთა. იურისტის მტკიცებით, ზეწოლა მაღალჩინოსნის მხრიდან 5 წელია  გრძელდება, რასაც იგი  კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს უკავშირებს.

ამბობს, რომ იგი მოწმე იყო პოლიციელ ირაკლი შაქარიშვილის საქმეზე, რომელიც ოჯახურ ძალადობაშია ბრალდებული. ცინარიძის მტკიცებით,  პოლიციელი მაღალჩინოსნის   წინააღმდეგ მას არაერთხელ  მიუმართავს შესაბამის უწყებებისთვის თუმცა  როგორც ამბობს უშედეგოდ. მისი  ინფორმაციით პოლიციელს სხვა მაღალჩინოსნები მფარველობენ. პარტია ლელო საქართველო მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას დაინტერესდნენ საქმით. საპასუხო პოზიციების გაგებას  ჩვენ შესაბამის უწყებებში ვცდილობთ.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში