ავარიის შედეგად დაშავებული ბავშვის ჯანმრთელოიბის მდგომარეობა სტაბილურია

16 ოქტომბერი 2020, 12:51 987 ნახვა

თამარის დასახლებაში, ავარიის შედეგად დაშავებული მცირეწლოვნის ჯანმრთლეობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ეს ინფორმაცია მაუწყებელს  დაშავებულის  დედამ მიაწოდა. მისი თქმით, ბავშვს  მრავლობითი მოტეხილობები აქვს, თუმცა როდის ჩაუტარდება ოპერაცია ჯერ გადაწყვეტილი არ არის.  სამი წლის ბავშვი თბილისში გუშინ გვიან ღამით რეანომობილით გადაიყვანეს.  მკურნალობის კურსს ახლა   კლინიკა ,,ნიუ ჰოსპიტალში“ გადის.  მანამდე დაშავებული ბათუმის დედათა და ბავშთა ცენტრში მოათავსეს,  სადაც მისვლა რამდენიმე საათი  დააგვიანა კატასტროფის ბრიგადამ, რომელსაც  თან არ ახლდა რეანიმატოლოგი.  კლინიკაში აცხადებენ, რომ მცირეწლოვანი იმყოფებოდა რეანიმატოლოგისა და ტრავმატოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ და გაეწია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება.  რაც შეეხება ინფორმაციას, იმის შესახებ რომ კლინიკას  ექიმი  არ ჰყავდა,  არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან,  კატასტროფის ბრიგადას,  მათი ვალდებულების მიუხედავად,  კლინიკის რეანიმატოლოგი გააყოლეს დედაქალაქში.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში