მამაჩემს 2 ზონდერი დახვდა და დაემუქრა, თუ არ გაჩერდები, მოგკლავთო - ვატო წერეთელი

21 ოქტომბერი 2020, 18:58 265 ნახვა

ტელეკომპანია "პირველის" დირექტორმა ვატო წერეთელმა რამდენიმე წუთის წინ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ მამამისს, ბიზნესმენს და ტელეკომპანია "პირველის" მფლობელს ავთანდილ წერეთელს დღეს ორი ადამიანი დახვდა და მოკვლით დაემუქრა.

"მამაჩემს ორი სპორტული აღნაგობის ზონდერი დახვდა და თუ არ გაჩერდები მოგკლავთო"-წერს ვატო წერეთელი.

ტელეკომპანია "პირველის" დამფუძნებლის მამის, ავთანდილ წერეთელის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარის ფაქტს გამოეხმაურა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო.

"ვეხმაურებით ტელეკომპანია პირველის, დამფუძნებლის მამის, ავთანდილ წერეთლის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარის ფაქტს, რომელიც, წერეთელის განცხადებით, სწორედ ტვ პირველის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკით იყო განპირობებული.

სოციალურ მედიაში და საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით და თავად ავთანდილ წერეთლის განცხადებით, მას სპორტული აღნაგობის ორი პირი დახვდა ღია საჯარო სივრცეში და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, თუ მისი შვილის კუთვნილი ტელეარხი სარედაქციო პოლიტიკას არ შეცვლდა.

მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს სასწრაფოდ მოახდინონ რეაგირება ამ ფაქტზე, უზრუნველყონ საქმის დროული და ეფექტური გამოძიება და საზოგადოებისათვის შედეგების გაცნობა"- აცხადებენ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში