კორონავირუსის მართვა- "ევროპული საქართველოს"რეკომენდაციები

23 ოქტომბერი 2020, 12:08 1633 ნახვა

112-ის და ოჯახის ექიმის კონსულტაცია ერთად უნდა განხორციელდეს, დაემატოს ჰოსპიტალური საწოლები და ცხელების ცენტრები ჩვეულებრივი სამედიცინო მომსახურების კლინიკებისგან გაიმიჯნოს  - ეს „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის რეკომენდაციების ჩამონათვალია. ვახტანგ კალოიანმა დღეს ბრიფინგი გამართა, რომელზეც  თქვა, რომ სახელმწიფოს ქმედებები კორონავირუსთან ბრძოლაში არაეფექტურია. ოპოზიციის წარმომადგენელი ასევე განმარტავს, რომ საჭიროა სამედიცინო პერსონალის განსაკუთრებული აღჭურვა, რათა მედიკოსების ინფიცირების შემთხვევები არ გაიზარდოს. მისივე რეკომენდაციაა კოვიდ სასტუმროები ნაკლები დანახარჯების მისაღებად, მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში გამოიყენონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში