ვიმედოვნებ, დიალოგი გაგრძელდება და მნიშვნელოვან შედეგამდე მივალთ - არჩილ თალაკვაძე

12 ნოემბერი 2020, 18:34 1023 ნახვა

ვიმედოვნებ, დიალოგი გაგრძელდება და ჩვენი საზოგადოებისა და დემოკრატიისთვის მნიშვნელოვან შედეგამდე მივალთ – განაცხადა, არჩილ თალაკვაძემ პოლიტიკური პარტიების დიპლომატებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

„პოლიტიკური დიალოგი დაიწყო. დიალოგი და საუბარი პოლიტიკურ პარტიებს შორის არის ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებში. შესაბამისად, ვიტყოდი, რომ ეს იყო პოლიტიკური კონსულტაციების პოზიტიური დასაწყისი. დიდი იმედი მაქვს, რომ დიალოგი გაგრძელდება და ჩვენი საზოგადოებისა და დემოკრატიისთვის მნიშვნელოვან შედეგამდე მივალთ. ჩვენი დიდი სურვილია, რომ დავაახლოვოთ პოზიციები. გარკვეულწილად, დღევანდელი შეხვედრაც ამას ემსახურებოდა. ჩვენ გავცვალეთ არგუმენტები, რომელიც ყველას მხარეს ჰქონდა და ყველას ყურადღებით მოვუსმინეთ.

განსაკუთრებით მინდა, ავღნიშნო ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩების მონაწილეობის პოზიტიური მნიშვნელობა. მათ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გამოხატეს იმისათვის, რომ ეს პოლიტიკური დიალოგი დასრულდეს კონკრეტული შედეგით, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია“, – დასძინა არჩილ თალაკვაძემ", – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერების, ელჩებისა და პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი