ოპოზიციის რეკომენდაციები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს

19 ნოემბერი 2020, 14:15 1011 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სისტემა სრულ კოლაფსშია - ამის შესახებ განცხადება ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრმა გააკეთა. ლევან ანთაძე ამბობს, რომ შეიმუშავეს რეკომენდაციების პაკეტი, რომელსაც მთავრობას და ჯანდაცვის სამინისტროს მიაწვდიან. 

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის თქმით, სისტემური დარღვევების გამო აღნიშნულ სფეროში და კოვიდის  მართვაში პრობლემები წარმოიქმნა. 

ლევან ანთაძის განცხადებით, მთავრობას პრობლემების აღმოსაფხვრელად ბევრი დრო ჰქონდა, თუმცა ეს პერიოდი პიარში და ქებაში გავიდა. 

რეკომენდაციები ასე გამოიყურება:

1. მოწესრიგდეს და გამარტივდეს კორონავირუსით დაავადებული პირების დიაგნოსტირება, სორტირების  ეტაპი.

2. მოწესრიგდეს და უზრუნველყოფილი იქნეს პაციენტების და მათი ოჯახის წევრებისთვის, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. 

3. სახელმწიფო დანამატი გამოიყო, მაგრამ ეს დანამატი ეძლევა ადმინისტრაციას და  არ ეძლევა მედპერსონალს. გვაქს ინფორმაცია, რომ ბევრი კლინიკა არ აპირებს ამ დანამატის მიცემას თანამშრომლებზე. 

4. აღმოიფხვრას აღჭურვილობის და საწოლფონდის დეფიციტი, რაც დღეს არის. განსაკუთრებით ფილტვის ვენტილაციის აპარატზეა საუბარი, რაც დეფიციტურია. ბევრი გარდაცვალება სწორედ რეანიმაციაში საწოლების არ ქონას და  აღნიშნული აპარატის არ ქონას უკავშირდება. 

5. გაძლიერდეს ინფექციური კონტროლის ღონისძიებები. პირველ რიგში სამედიცინო პერსონალის გადამზადება და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების უზრუნველყოფა. 

6. სწორად დაიხარჯოს ის ფინანსები, რომელიც კოვიდინფექციისთვისაა გამოყოფილი. 

 

 

 

 

 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში