უსკო საბოლოო მონაცემებს 10 დეკემბრამდე გამოაქვეყნებს

22 ნოემბერი 2020, 19:57 2205 ნახვა

უსკო საბოლოო შედეგს 10 დეკემბრამდე გამოაცხადებს. მანამდე 2 დღით ადრე ოპოზიციამ როგორც პარტიამ ასევე მაჟორიტარებმა უსკოს  უნდა მიმართონ თუ კი ისინი საბოლოოდ, მიღებულ  7 მანდატზე  უარს ამბობენ.   წინააღმდეგ შემთვევაში სიები უმაღლეს საბჭოს გადაეცემა და ოპოზიციამ  უკვე უმაღლეს საბჭოს უნდა მიმართონ ამ მოთხოვნით. ჯერ უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს ოპოზიცია საბოლოოდ.  ისინი არჩევნებს გაყალბებულს უწოდებენ და ამის გამო მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქვეს. უსკოს განმარტებით, 14  ანუ მანდატების ორი მესამედი ქართულ ოცნებას ეკუთვნის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აჭარის მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო უმრავლესობა პარტიას აქვს.  რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობა მეორე ტურში  მხოლოდ 30 პროცენტი იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში