ბათუმში, ღია სივრცეში პირბადის გარეშე გადაადგილებისთვის 300-მდე მოქალაქე დააჯარიმეს

24 ნოემბერი 2020, 10:08 4113 ნახვა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ღია საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე გადაადგილებისთვის 300-მდე მოქალაქე დააჯარიმეს. საზოგადოებრივ ტრანსპორტში 49 მგზავრს გამოუწერეს 20 ლარიანი ჯარიმა, პირბადის გარეშე მგზავრობისთვის. 

უწყების ცნობით, მიმდინარეობს მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მონიტორინგი. 

COVID-19 -თან დაკავშირებული რეგულაციების შესრულების მონიტორინგს ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ახორციელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში