აქციებს უკავშირდება ვირუსის გავრცელების დინამიკა, რომელიც დღეს გვაქვს - ცქიტიშვილი 

24 ნოემბერი 2020, 13:17 644 ნახვა

'' როდესაც ვსაუბრობთ მობილობის შემცირებაზე და ვხედავთ აქციებს და აქტივობებს ქუჩაში, განსაკუთრებით იქ, სადაც არავითარი წესების დაცვა არ ხდება, არ შეიძლება ეს ყველაფერი რიცხვებში არ აისახოს. ამ აქციებს უკავშირდება ის დინამიკა, რომელიც დღეს გვაქვს - ეს განცხადება ვიცე პრემიერმა დღეს ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

მაია ცქიტიშვილის თქმით, ბევრი პოლიტიკოსი უპასუხისმგებლოდ იქცევა. 

''ყველამ ძალიან კარგად ვნახეთ ის აქტივობა, რომელიც იყო საარჩევნო პროცესში, ისევე როგორც არჩევნების შემდეგ. მე არ ვგულისხმობ აქ არჩევნების დღეს. ვგულისხმობ სამწუხაროდ, იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ კამპანიებს, უპასუხისმგებლო აქციებს, რომელებიც არა მარტო არ მოუწოდებდნენ თავის ამომრჩეველს, რომ პირბადე გამოეყენებინათ, არამედ პირიქით რაღაც ერთგვარი დაუმორჩილებლობის პროტესტის სახით იქცეოდნენ...

პოლიტიკური  პროცესი არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება, შესაბამისად ვერ შევაჩერებდით ამ პროცესს. აქედან გამომდინარე  შეზღუდვების დაწესება ვერ მოხდებოდა იმ პერიოდში როდესაც  აქციები იყო ქუჩაში. აქედან გამომდინარე მთავრობა არ აგვიანებს ამაზე მსჯელობას'' - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში