დღეს ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობის მიმართულება შეიცვალა. იმის მიუხედავად, რომ ამის შესახებ ინფორმაცია თვეები არსებობს, მძღოლების ნაწილს მაინც უჭირდა ორიენტირება და მათ გზებზე შესაბამისი სამსახურები ეხმარებოდნენ.
სიახლის გამო დღეს ჯარიმები არ დაწერილა, მერიაში ვარაუდობენ, რომ მალე მძღოლები მიმართულებებს ალღოს აუღებენ.