საქართველოში კორონავირუსის 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

21 დეკემბერი 2020, 10:56 1183 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,  გარდაიცვალა 46 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 4 227 პირი. 

ინფიცირების ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 333 შემთხვევა, აჭარა - 84, იმერეთი - 111, ქვემო ქართლი - 67, შიდა ქართლი - 78, გურია - 23, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 41, კახეთი - 35, მცხეთა-მთიანეთი - 35, სამცხე-ჯავახეთი - 17, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 22 628, საიდანაც, 6 627 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 903, აჭარაში - 747, იმერეთში - 1 347. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 094 პირი, მათ შორის, თბილისში - 526, აჭარაში - 133, იმერეთში - 236. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 430 პირი, მათგან თბილისში - 219, აჭარაში - 40, იმერეთში - 63. 1 824 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 690 - თბილისში, 800- აჭარაში, 123 - იმერეთში. 14 177 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 489 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 221, აჭარაში - 141, ხოლო იმერეთში - 7. სულ 6 ოქტომბრიდან - 20 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 20 741 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 292 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18 992 პირი, აჭარაში - 5 187, იმერეთში - 6 088“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში