''თავისუფლების კვარტალში'' ხვალ საახალწლო კონცერტის ჩატარებას გეგმავენ

30 დეკემბერი 2020, 16:15 1144 ნახვა

აჭარის მთავრობის შენობის წინ, ე.წ თავისუფლების კვარტალში ხვალ, 31 დეკემბერს, საახალწლო კონცერტის ჩატარებას გეგმავენ. აკრძალვების მიუხედავად ოპოზიცია ღონისძიებებს აანონსებს. მათი თქმით, იქნება ორიგინალური სუფრაც. 

''თავისუფალი კვარტალი ეს არის სივრცე, სადაც გამოვხატავთ პროტესტს, ჩვენ არ ვაპირებთ უკანონო აკრძალვებს დავემორჩილოთ, იმიტომ რომ სიტყვის გამოხატვის თავისუფლება და პროტესტის უფლება საკანონსტიტუციო ნორმაა. ვაპირებთ ამ ფარგლებში  შევხვდეთ ახალ წელს. 

გარდა იმისა, რომ ხვალ ახალი წელი დგება, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, თავისუფლების კვარტალის საპატიო წევრს, ლეილას დაბადების დღე აქვს, მივულოცავთ დაბადების დღეს და საღამოს იქნება კონცერტი, სუფრა, რომელიც საკმაოდ ორიგინალურად იქნება გაკეთებული.

​თავისუფლების კვარტალში თავისუფალი ადამიანები ერთად შევხვდებით ახალ წელს. მომღერლები და ჯგუფები იქნებიან, 12 საათამდე დაიწყება და შემდეგაც გაგრძელდება კონცერტი'' - განაცხადა კობა ხაბაზმა. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში