გზებზე შეფერხება არ არის

21 იანვარი 2021, 15:30 970 ნახვა

აჭარაში სამდღიანი თოვის შედეგად ჩაკეტილი გზები ამ დროისთვის გაწმენდილია. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაოებში 75 ტექნიკური ერთეულია ჩართული. მიმდინარეობს საუბნო გზების გაწმენდის სამუშაოები. მაღალმთიანეთში ნებადართულია გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებით.  დღეს თოვლის გამო  საავტომობილო გზებზე  შეფერხებები არ ყოფილა. ბათუმში  დილიდან თოვლჭყაპია.. სინოპტიკოსების პროგნოზით, დღის ბოლოს აჭარაში ნალექი შეწყდება და გამოიდარებს.  ხვალიდან მომდევნო სამი დღის განმავლობაში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში