“ვაქცინაცია ქვეყანაში რამდენიმე კვირაში იწყება”- თენგიზ ცერცვაძე

01 თებერვალი 2021, 12:26 854 ნახვა

დღეს გახდება ცნობილი იმ კლინიკების ჩამონათვალი, რომლებშიც ვაქცინაციის პროცესი ჩატარდება. მედიკამენტები 3 ქალაქზე განაწილდება, მათ შორისაა ბათუმი. ამის მიზეზი კი ფაიზერ-ის ტიპის ვაქცინის შენახვის განსაკუთრებული პირობებია. ვაქცინაცია ქვეყანაში რამდენიმე კვირაში იწყება. პირველ ეტაპზე 15 ათას მედიკოსს აცრიან. საქართველო მარტის მეორე ნახევარში კოვაქს პლატფორმიდან დამატებით დოზებს 150 ათასიდან 300 ათასამდე კიდევ ელოდება, ამჯერად უკვე ასტრაზენეკა-ს. ცნობილია, რომ ვისაც კოვიდი გადატანილი აქვს, ამ ეტაპისთვის, პირველი 3 თვე არ აიცრებიან. ეპიდემიოლოგების თქმით, თუ მოსახლეობის 60% კორონავირუსზე აიცრება, ქვეყანაში სერიოზული იმუნური ფენა შეიქმნება და კოვიდი დამარცხდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი