ბათუმში ერთ-ერთი კერძო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა

04 თებერვალი 2021, 16:58 2343 ნახვა

ბათუმში, სკოლა ''ევრო 2000-ის'' პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, განათლების სამინისტროში დაუდასტურეს. 

არსებული ინფორმაციით, პედაგოგი რუსულ სექტორში ასწავლის. 

მაუწყებელი სკოლის ადმინისტრაციას დაუკავშირდა და სატელევიზიო კომენტარისაგან თავი შეიკავეს. სატელეფონო საუბარში კი თქვეს, რომ პედაგოგი თავს კარგად გრძნობს.

რაც შეეხება სწავლების მოდელს, კლასი დისტანციურ რეჟიმზე არ გადადის და  განმარტავენ, რომ პედაგოგი ყველა რეკომენდაციას იცავდა, მოსწავლეებთან კი პირბადის გარეშე შეხება არ ჰქონია. 

თამილა ზოიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში