ქობულეთში გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრები პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან

16 თებერვალი 2021, 14:53 868 ნახვა

ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგონას მამიდა ამბობს, რომ თბილისში ექსპერტიზაზე ბავშვთან ერთად იმყოფებოდა. არ ადასტურებს, რომ ნინის სხეულზე გარეგნული დაზიანებები ჰქონდა. მამიდა ასევე უარყოფს ოჯახის წევრების მხრიდან მოზარდზე ძალადობის ფაქტებს. 

ციალა ცეცხლაძის თქმით, გარდაცვლილის ბაბუა სვამდა, თუმცა ბავშვზე არ ძალადობდა. 

''დაკითხავზე მეც ნინისთან ერთად ვიყავი, ღამით ჩემთან იყო. მომხდარის შესახებ მომიყვა, თუმცა ოჯახის წევრების მხრიდან ფიზიკური ძალადობაზე არაფერი უთქვამს'' - ამბობს მამიდა. 

ოჯახის ახლობელი იხსენებს, რომ სექსუალური ძალადობის შესახებ, ნინიმ პირველად  ბიცოლებს და მამიდას მოუყვა. მისი თქმით, არასრულწლოვანს ბაბუა და ბიძები კარგ გარემოში ზრდიდნენ.

ოჯახის ნათესავი ამბობს, რომ ბავშვი ექსპერტიზის პასუხის დაგვიანებას ძალიან განიცდიდა და ნერვიულობდა.

გარდაცვლილი არასრულწლოვანი მოზარდის ნათესავი ასევე აცხადებს, რომ ოჯახის წევრების მიმართ წაყენებული ბრალდება ნინის დედის ინტერესებში შედიოდა. 

ამ წუთებში ქობულეთის პოლიციაში გამოკითხვა მიმდინარეობს. ნინის ოჯახის წევრები და ახლობლები პოლიციელების შეკითხვებს პასუხობენ. 

გუშინ ცნობილი გახდა, რომ მოზარდის ბაბუა ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს.   ასევე დაკავებულია 23 წლის მამაკაცი, რომელსაც არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირს ედავებიან. 

14 წლის მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში