რა საკითხებზე ისაუბრეს ჟენევაში?

27 მარტი 2021, 12:30 797 ნახვა

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 52-ე რაუნდის ფარგლებში განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემას კორონავირუსის პანდემიის ფონზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით გამწვავებული ვითარება, რუსეთის მიერ დე ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურება და უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება  წარმოადგენდა.

რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა  კი  ყურადღება  თბილისის ანტირუსული რიტორიკის კონტრპროდუქტიულობაზე გაამახვილეს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში