ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთმანეთს 6 ავტომობილი შეეჯახა

27 მარტი 2021, 13:37 29399 ნახვა

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე, ავარია მოხდა. ერთმანეთს 6 ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების თქმით, 4 დაშავებულიდან ერთი უკვე გაეწერა. დანარჩენი 3 პირი კი სხვადასხვა დაზიანებებით კლინიკაში აგრძელებენ მკურნალობას. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ავარიის გამო ავტობანზე მოძრაობა ორმხრივად იყო შეფერხებული. შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო სამართალდამცავები, სახანძრო სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში