აღდგომამდე ერთი კვირით ადრე გვეცოდინება რა იქნება გეგმა დღესასწაულებთან დაკავშირებით - ჯანდაცვის მინისტრი 

05 აპრილი 2021, 11:59 763 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სააღდგომოდ შეზღუდვების გამკაცრებაზე უფრო ზუსტი ინფორმაცია დღესასწაულამდე ერთი კვირით ადრე გახდება ცნობილი. 

კითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა მკაცრ შეზღუდვებს დიდ ქალაქებში 15 აპრილიდან, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ საკითხზე მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს ჯერ არ უმსჯელია.

''რამდენიმე რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს ეპიდკვლევები, რითაც იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ შეზღუდვების გარეშე დავძლიოთ და გავაკონტროლოთ ის მომატებული ინფექციის რაოდენობა, რომელიც დღეს ქვეყანაში შეიმჩნევა.

ცოტა ადრე არის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რა იქნება სააღდგომოდ, ვინაიდან ამ ეტაპისთვის ჩვენი მხრიდან მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, თუმცა ინფექციის ზრდა ფიქსირდება. დაახლოებით, აღდგომის პერიოდამდე ერთი კვირით ადრე გვექნება უფრო ზუსტი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება გეგმა დღესასწაულებთან მიმართებაში“, - განაცხადა ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში