წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებელია - ივანე ჩხაიძე 

08 აპრილი 2021, 15:50 945 ნახვა

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, ინფიცირების არსებული მაჩვენებელი  სკოლებისა და ბაღების ჩაკეტვის საფუძველს არ იძლევა. ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ  ეს არც მესამე ტალღის წინაპირობაა. 

მისივე თქმით, ბავშვები ინფიცირებულთა 10% შეადგენენ და მაჩვენებელი შედარებით გაზრდილია, თუმცა სტაციონარებში მიმართვიანობა და მძიმე შემთხვევები არ გახშირებულა. 

''თუ მივიღეთ შემთხვევების კიდევ უფრო მეტი მატება, მაშინ გარკვეულწილად მესამე ტალღის პროგნოზირება შეიძლება. სკოლების ჩაკეტვაზე შეიძლება საუბარი მაშინ, თუ ჩვენ ყოველდღიური  ინფიცირების მაჩვენებელი გვექნება ორჯერ და სამჯერ მეტი ვიდრე დღეს არის. ​რაც შეეხება წერტილოვან შეზღუდვებს ეს არის აუცილებელი, რომ არ მოხდეს ინფექციის გავრცელება რაიონის ან რეგიონის მასშტაბით. ეს პრაქტიკა საყოველთაოდ მიღებულია და ეს უნდა გაგრძელდეს'' - ამბობს ივანე ჩხაიძე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში