სოფელ ჩაისუბანში ძმამ ძმა მოკლა

16 აპრილი 2021, 19:58 13691 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში მკვლელობა მოხდა. სანადირო თოფით ძმამ ძმა მოკლა.

შემთხვევის ადგილას მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას 40 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.

ამ დროისთვის სამართალდამცველები და კრიმინალისტები მუშაობენ.

სოფელ ჩაისუბნის გამგებლის, ჯემალ ყურშუბაძის ინფორმაციით, ძმები ერთ ოჯახში ცხოვრობდნენ და სავარაუდოდ კონფლიქტი ადრეც ჰქონდათ. თუმცა რა გახდა კონფლიქტის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. 

ეჭვმიტანილმა დანაშაული აღიარა და პოლიციას ჩაბარდა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში