ქედაში, სოფელ მახუნცეთში ხანძარია

16 აპრილი 2021, 20:57 6454 ნახვა

ქედაში, სოფელ მახუნცეთში ხანძარია. ცეცხლი დაახლოებით 2 000 კვ. მეტრზე ეკალ-ბარდებს უკიდია. იმის გამო, რომ ხანძრის კერა მიუვალ ადგილზეა, სამაშველო ბრიგადებს მისვლა უჭირთ, რაც ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებს ართულებს.

შემთხვევის ადგილას,  ქედის და ხელვაჩაურის  სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში