თბილისში, ნაკაშიძის ქუჩაზე სროლა იყო

20 აპრილი 2021, 11:13 1153 ნახვა

თბილისში, ნაკაშიძის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ სროლა იყო.

არსებული ინფორმაციით, ერთი პირი სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. თავდამსხმელი კი მოპედით გადაადგილდებოდა.

 შემთხვევის ადგილას მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები. დოლიძისა და ხილიანის ქუჩები  შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით.

ნაკაშიძის ქუჩაზე სროლის საქმეზე შსს-მ ერთი პირი დააკავა.

შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში