ენმ-ის ბრალდება

16 მაისი 2021, 15:30 1071 ნახვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები სამსახურეობრივ ავტომობილებს პირადი მიზნებისთვის იყენებენ.

მამუკა ჯევაიში ირწმუნება, რომ ჩაატარეს მოკვლევა და დაადგინეს, რომ უფლებამოსილი პირების ავტომანქანები არასამუშაო მიზნით დაფიქსირებულია რეგიონის ფარგლებს გარეთ და ამ პირობებში დახარჯულია ათასობით ლიტრი საწვავი.

ნაციონალური მოძრაობის წევრი ასევე ირწმუნება, რომ უქმე და დასვენების დღეებში საჯარო მოხელეები ავტომანქანებს არ აჩერებენ ორგანიზაციების კუთვნილ პარკირებებზე და სარგებლობენ საწვავით. რამდენად საფუძვლიანია ნაციონალური მოძრაობის წევრების ბრალდებები? აჭარის მთავრობის პოზიცია ჯერ უცნობია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში