კახა კუკავას განცხადება

18 სექტემბერი 2025, 10:16 83 ნახვა

პარტია "თავისუფალი საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა - კახა კუკავამ კაზინოების წინააღდეგ ბრიფინგი გამართა. იგი  აცხადებს, რომ  დედაქალაქში კაზინოები  ეტაპობრივად უნდა დაიხუროს. კაზინოებს - კუკავას შეფასებით ადამიანები ტრაგედიებსა და სუიციდამდეც მიჰყავთ, ამიტომ მერობის კანდიდატის ინიციატივაა კაზინოები მოაშოროს თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებს და ორიენტირებული იყოს უცხოელ  მომხმარებლებზე.

კუკავას თქმით, ამომრჩეველთა მხარდაჭერის შემთხვევაში ზემოაღნიშნული რეფორმა ეტაპობრივად გატარდება, ისე რომ დაცული იქნეს კაზინოში დასაქმებული პირების ინტერესები, კაზინოებზე უკვე გაცემული ლიცენზიების ფარგლებში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი