მოქალაქე ბათუმის ბულვარს საქმიანობის შეზღუდვაში ადანაშაულებს

16 მაისი 2021, 20:17 284 ნახვა

ბათუმის ბულვარში ერთ-ერთი სავაჭრო ობიექტის მეპატრონე  ბულვარის ადმინისტრაციას საქმიანობის შეზღუდვაში ადანაშაულებს. ნოდარ ცინცაძის თქმით, ეკონომიკის სამინისტროს მიერ  საიჯარო ხელშეკრულების გახანგრძლივების მიუხედავად,  ვერ აქირავებს შეზლონგებს და აჯარიმებენ. ფაქტს ბულვარის ადმინისტრაციაში ადასტურებენ და ამბობენ, რომ ნოდარ ცინცაძეს 500 ლარიანი ჯარიმა შეზლონგების  უკანონოდ განთავსების გამო დაუწერეს.

როგორც გვითხრეს აღნიშნულ ეკონომიკურ საქმიანობაზე საიჯარო ხელშეკრულება მას არასდროს ჰქონია. რაც შეეხება სავაჭრო ობიექტებს და ასევე სხვა მოიჯარე პირებს, რომლებიც შეზლონგების გაქირავებით არიან დაკავებულები - ბულვარის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის  განმარტებით ხელშეკრულებები უკვე მზადდება და მალე შესაბამისი განკარგულებაც გამოიცემა.

შეგახსენებთ, რომ  პანდემიის გამო აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით მოიჯარეებს, რომელთაც ბულვარის ტერიტორიაზე 2019-2020 წლებში უწყვეტი იჯარით ჰქონდათ  ფართები აღებული  წლის ბოლომდე  პირდაპირი წესით ისევე  გადაეცემათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში