აჭარის სოფლებში ვაქცინაცია დაიწყო

26 აგვისტო 2021, 18:18 1225 ნახვა
00:00
00:00

აჭარაში დღეიდან აცრის გაკეთება  სოფლებშიც შესაძლებელია. ყველა მუნიციპალიტეტში ამცრელი ბრიგადები თემის საექიმო ამბულატორიებში ვაქცინაციას სისტემატურად ჩაატარებენ. მიზანია იმუნიზაციის გეოგრაფიული არეალის გაზრდა და მაქსიმალური მოცვა, ასევე მოწყვლადი ჯგუფებისთვის სერვისის ხელმისაწვდომობა. წინასწარი ინფორმირების შემდეგ, მოსახლეობა სურვილისამებრ სინოფარმის, სინოვაკისა და ფაიზერის ვაქცინით იცრებიან. დღეს ვაქცინაციის პროცესს ხულოში   აჭარის  ჯანდაცვის  მინისტრი გაეცნო.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი