მომდევნო დღეების განმავლობაში დასავლეთ საქართველოში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი 

21 სექტემბერი 2021, 10:07 4996 ნახვა

22-24 სექტემბერს საქართველო გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავლენის ქვეშ მოექცევა. ნალექი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე მოვა დასავლეთში იქნება ძლიერი, აღმოსავლეთში კი ხანმოკლე წვიმის სახით, არსებულთან შედარებით ტემპერატურა ყველგან 8-10 გრადუსით დაიკლებს.

რაც შეეხება ზღვას ღელვა 2 ბალი იქნება.

გასათვალისწინებელია, რომ ძლიერი წვიმის ფონზე - ქვეყნის მთიან ზონაში შესაძლებელია განვითარდეს სტიქიური პროცესები. იყავით ფრთხილად.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში