თვითმმართველობის არჩევნები 2021

02 ოქტომბერი 2021, 08:22 547 ნახვა

88 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია აკვირდება დღეს საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას. პროცესს  მონიტორინგს გაუწევს 52 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციაც. მათ შორის არიან გავლენიანი მისიების წარმომადგენლები და ევროპარლამენტარები. ევროპელი კანონმდებლების 7 კაციანი დელეგაცია უკვე მესამე დღეა საქართველოშია.   2 ოქტომბრის არჩევნებს გააშუქებს  89 მედია საშუალების 2 ათასზე მეტი  ჟურნალისტი.  ის რომ დღეს არჩევნები სამართლიან  და თავისუფალ გარემოში უნდა ჩატარდეს  პასუხიმგებლობა ამაზე პოლიტიკოსებმა რამდენიმე თვის წინ აიღეს და ხელიც მოაწერეს ეთიკის  კოდექსს, რომლითაც აიღეს  ვალდებულება, რომ ხელს შეუწყობენ არჩვენების სამართლიანდაა და გამჭვირვალედ ჩატარებას, ადამიანის უფლებათა და ძირითადი თავისუფლებათა პატივისცემის გზით, ასევე იზრუნებენ ამომრჩეველთა ნების თავიუსფალ გამოვლენაზე.  და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია-პატივი სცენ კანონის უზენაესობას. შეასრულებენ თუ არა ამ პირობას და ჩატარდება თუ არა დღეს არჩევნები მშვიდ და სამართლიან გარემოში-რამდენიმე საათში გაირკვევა. არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარებაზე პასუხიმგებლობა მემორანდუმით დაადსტურეს ცესკომ და შს სამინისტრომ

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში