მეწყრული პროცესები ქედაში

20 ოქტომბერი 2021, 14:16 982 ნახვა

მეწყრული პროცესები  ქედაში. მახუნცეთში გარე სამყაროსაა მოწყვეტილი ხუთი ოჯახი.  

წყაროთას უბანთან დამაკავშირებელი გზა ადიდებულმა მდინარე აჭარისწყალმა დატბორა.

ამის გარდა,  ჩამოწოლილმა მიწის მასამ საავტომობილო გზები 6 მიმართულებით ჩაკეტა ქედაში.

მეწყერი ჩამოწვა, სოფელ პირველ მაისში, ახო-ჩეტკიძეების მიმართულებით, ხარაულა-არძენაშვილების, გობრონეთი-ზედა გობრონეთისა და წონიარისის საავტომობილო გზის ორ ლოკაციაზე.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში