რუსეთში ხანძარმა 16 ადამიანი იმსხვერპლა

22 ოქტომბერი 2021, 13:34 975 ნახვა

რუსეთის რიაზანის ოლქში დენთის მწარმოებელ ქარხანაში ხანძრის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა. ერთი დაშავებულია.  ხანძრის გაჩენის მიზეზი აფეთქება იყო. 

მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საშიში წარმოების ობიექტების სამრეწველო უსაფრთხოების  მოთხოვნათა დაღვევის მუხლით, რამაც ორი ან მეტი პირის სიკვდილის მოსპობა გამოიწვია.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, ადგილზე ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებული იყო 170 მეხანძრე. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ქარხანა დასახლებული პუნქტიდან ორი კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში