ჩვენ ღირსეულად გავიმარჯვეთ, ვიქნებით გამჭვირვალე და ღია - არჩილ ჩიქოვანი

31 ოქტომბერი 2021, 12:16 846 ნახვა

"ქართული ოცნების" ბათუმის მერობის კანდიდატ არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ღირსეულად გაიმარჯვეს.

მისივე თქმით, ის მაქსიმალურს გააკეთებს იმისთვის, რომ ქალაქისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები მიიღოს.

ჩიქოვანი ოპოზიციის ცალკეულ წარმომადგენლებთან კონსულტაციებს არ გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას არ აპირებს.

"აბსურდულია ყველა ის ბრალდება, რომელიც თვეების განმავლობაში ჟღერდა როგორც ჩემი კანდიდატის, ასევე პოლიტიკური გუნდის მიმართ. ჩვენ გავიმარჯვეთ, გავიმარჯვეთ ღირსეულად, მიუხედავად ძალიან ბევრი ცილისწამებისა, ტალახის სროლისა, ფეიკ ნიუსებისა. მიუხედავად ბინძური კამპანიისა, ჩვენ ღირსეულად გავიმარჯვეთ.

საკრებულოს ნაწილში ჩვენ ისევე, როგორც ზოგადად საქმიანობაში ვიქნებით გამჭვირვალე, ღია და გვექნება ისეთი ინიციატივები და ბიუჯეტი, რომელსაც ქალაქის ყველა გულშემატკივარი დაუჭერს მხარს"-განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში