სოფლები საკანალიზაციო სისტემის გარეშე

21 ნოემბერი 2021, 11:40 1423 ნახვა

სოფლები საკანალიზაციო სისტემის გარეშე.  ხელვაჩაურის მერიას პრობლემის მოგვარების მიზნით წლების განმავლობაში  არაერთმა მოქალაქემ მიმართა. თვითმმართველობაში  განმარტავენ, რომ სოფლების შესწავლა დაიწყეს, თუმცა რთული რელიეფიდან გამომდინარე სოფლების დაქსელვა ვერ მოხერხდა და  სამუშაოებიც ამ დრომდე ვერ დაიწყეს. პრობლემის მოგვარებას მომავალი წლიდან გეგმავენ. პროექტზე მუშაობას KFW - ბანკის მხარდაჭერით იგეგმება. 

სამუშაეობი ზედა ერგეში, ქვედა ჯოჭოში, მარადიდში ჩატარდება. იგი მომდევნო წლიდან დაიწყება და 2025 წლამდე დასრულდება  პროექტის საერთო ღირებულება 6 მილიონი ევროა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში