კიევში ზელენსკის გადადგომას ითხოვენ

02 დეკემბერი 2021, 14:32 879 ნახვა

"ზელენსკი -გადადექი! ზელენსკი- წადი!"-ამ შინაარსის მოწოდებებით  კიევის ცენტრში 2 000-მდე ადამიანი შეიკრიბა და პრეზიდენტის პოლიტიკიდან და ქვეყნის უმაღლესი თანამდებობიდან წასვლა მოითხოვა. დემონსტრანტები ჯერ მაიდანზე შეიკრიბნენ.

შემდეგ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და რადას შენობებთან გადაინაცვლეს. მსვლელობისას მომიტინგეებს ეჭირათ უკრაინის, პარტიებისა და ორგანიზაციების დროშები, ასევე პლაკატები წარწერებით: 

"უკრაინა არ მოითმენს ღალატს". მომიტინგეები მოითხოვდნენ ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გათავისუფლებას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში