ახალი ინფორმაცია ბათუმის ტრაგედიაზე და მერიის პასუხი

04 დეკემბერი 2021, 20:13 7214 ნახვა

ონლაინ-მედია „ბათუმელების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით 26 მაისის ქუჩაზე მდებარე იმ კორპუსიდან, რომლის ერთ-ერთი სადარბაზოც ჩამოინგრა 17 აგვისტოს მერიას მესამე სადარბაზოს მობინადრეებმა განცხადებით მიმართეს.

განცხადებაში წერია, რომ  დაწეულია აივნების კუთხე და თავისით ცვივა ბათქაში, პრობლემის მოგვარებას მობინადრეები მერიას სთხოვდნენ. მერიაში აცხადებენ, რომ  ეს განცხადება ეხება 26 მაისის ქუჩის ნომერ 13-ში მდებარე სახლის მესამე სადარბაზოს, მაგრამ არ არის კავშირში 1 სადარბაზოში მომხდარ ტრაგედიასთან. მათივე განმარტებით 17 აგვისტოს განცხადებას მოჰყვა შესაბამისი სამსახურების რეაგირება და კონკრეტული აივნის პრობლემა შესწავლილ იქნა, რაც მერიის განმარტებით მისი სიძველიდან გამომდინარეობდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში