კორონავირუსით გარდაცვლილი 11 მედიკოსი აჭარაში

30 დეკემბერი 2021, 14:52 1002 ნახვა

,,მადლობა ექიმებს, რომლებიც კოვიდთან ბრძოლის წინა ხაზზე არიან“- ქობულეთში, ევექსის კლინიკაში ნახავთ  მადლობის სტენდს, რომელზეც მიმაგრებულია პაციენტების წერილები, რითაც მედიკოსებს მადლობას უხდიან ძალისხმევისთვის, რომელიც მედპერსონალს ხშირად სიცოცხლის ფასად უჯდება. მადლობის დაფაზეა გადარჩენილი პაციენტების ფოტოებიც. აქ ნახავთ 200-მდე პაციენტის მადლიერების   ბარათს.   „წინა ხაზის გმირები. პაციენტების სიცოცხლისთვის ბრძოლაში დაკარგული სიცოცხლე ყოველთვის გვემახსოვრება“  კლინიკის ეზოშია მემორიალური დაფაც, რომელიც ამავე საავადმყოფოს გარდაცვლილი ექიმების პატივსაცემად  დაიდგა.  ესენი არიან მერი დავითაძე , ანესტეზია-   რეანიმაციის მედდა. დამსახურებული მედიკოსი, რომელმაც ამ პროფესიით  ნახევარ საუკუნეზე მეტი იმუშავა. კორონავირუსით ინფიცირებულების გამოჯანმრთლებაზე პირველივე დღიდან  იბრძოდა მადონა ტაკიძე, რომელიც  ქობულეთში სხვადასხვა კლინიკაში პედიატრად 30 წლის განმავლობაში მუშაობდა.  40 დღის განმავლობაში ცდლობდნენ მისივე კოლეგები ექიმის გადარჩენას. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასულ წელს აჭარაში 11 მედიკოსი გარდაიცვალა კორონავირუსით, მათ შორის 8 ექიმი, სამი კი მედდა.  

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში