შექმნილი სიტუაციიდან მაქსიმალურ სარგებელს რუსეთი მიიღებს - ექსპერტები ყაზახეთზე

08 იანვარი 2022, 15:25 822 ნახვა

„მრავალრიცხოვანი მსხვერპლის გამო, რომელიც ყაზახეთის სხვადასხვა რეგიონში მომხდარმა ტრაგიკულმა მოვლენებმა გამოიწვია, 2022 წლის 10 იანვარი ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა”, - წერია ყაზახეთის პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებაში. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ  თოყაევმა ოპერატიული შტაბის სხდომა გამართა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ალმათასა და სხვა ქალაქებში, რომლებიც დაპირისპირების დროს დაზიანდა, აღდგენითი სამუშაოები დაიწყება. 

ყაზახეთის პრეზიდენტმა  თავდაცვის ძალებს გაფრთხილების გარეშე დახოცვა უბრძანა. პრეზიდენტმა საჯარო მიმართვაში განაცხადა, რომ არეულობა, რომელიც საწვავზე ფასების ზრდის გამო დაიწყო, კარგად მომზადებულმა "ტერორისტმა ბანდიტებმა" დაიწყეს. ბოლო მონაცემებით, შეტაკებების შედეგად გარდაცვლილია 18 სამართალდამცველი და 26 "შეიარაღებული კრიმინალი". დაკავებულია 4000-ზე მეტი ადამიანი. ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს ექსპერტები აფასებენ. აცხადებენ, რომ  შექმნილი სიტუაციიდან მაქსიმალურ სარგებელს რუსეთი მიიღებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში