პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფროსის კანდიდატების მოსმენა - შეფასებები 

11 თებერვალი 2022, 15:02 1123 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო სასამართლოს ლონდა თოლორაიას სარჩელის დროულად განხილვისკენ მოუწოდებენ.

ასევე მიმართავენ საქართველოს პარლამენტს, შეაჩეროს ახლად შექმნილი უწყებების ხელმძღვანელების არჩევის პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, თუმცა პარლამენტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შერჩევის პროცესი დაიწყო.

დეპუტატებმა უკვე მოუსმინეს ლელა ჯანაშვილს და თამარ ალფაიძეს, რომლებმაც კანონმდებლების შეკითხვებსაც უპასუხეს.

ხელისუფლების ოპონენტები პროცესს სპექტაკლად მიიჩნევენ, იმედი არ აქვთ, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი პირები იქნებიან ობიექტურები.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში