ოფიციალურად გაფრთხილებთ, რომ უკრაინაში ყველაზე ცხელ წერტილებს ჩეჩენი მებრძოლები დაიკავებენ - კადიროვი

25 თებერვალი 2022, 18:01 6467 ნახვა

"ოფიციალურად გაფრთხილებთ, რომ უკრაინაში ყველაზე ცხელ წერტილებს ჩეჩენი მებრძოლები დაიკავებენ. თუ ძალიან გინდათ ჩვენთან შეხვედრა, თანახმა ვართ. ჩვენ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, რათა ჩეჩენი ხალხის უსაფრთხოება ვუზრუნველყოთ”, - თქვა რამზან კადიროვმა. როგორც „ჩეჩნური სეგოდნია“ იუწყება, დღეს გროზნოს მოედნებზე 12 ათასი ჯარისკაცი შეიკრიბა.

ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მიმართავს და ურჩევს ვლადიმერ პუტინს ბოდიში მოუხადოს. 

"ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა ერთი რჩევა მივცე უკრაინის ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტ ზელენსკის, სანამ ყოფილი პრეზიდენტი არ გამხდარა - მინდა ვურჩიო, რომ დაუყოვნებლივ დაურეკოს ჩვენს პრეზიდენტს და უმაღლეს მთავარსარდალს, ვლადიმირ პუტინს და მას ბოდიში მოუხადოს",- თქვა რამზან კადიროვმა.

არსებული ინფორმაციით, კადიროვის რამდენიმე ათასი მებრძოლი, შესაძლოა, უკრაინაში გადაისროლონ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში